Single Blog Title

This is a single blog caption

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს!

Capture3

10 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ფეხბურთის კვირეულით აღნიშნავს. 

 საფეხბურთო მარათონი – მსოფლიო ფეხბურთის დღეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ჩატარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ.

ამხანაგური მატჩი – „ვეტერანი ფეხბურთელები VS პოლიტიკოსები“ – 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური შემადგენლობის გუნდი საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდება.

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს აღნიშნულ თარიღს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას!

Leave a Reply