მ. მესხის თასი

ფინალური შეხვედრა

მ. მესხის თასის მფლობელი თბილისის „ვიტ. ჯორჯია” გახდა!

15541191_1335577823154254_7746914315301101163_n

მიხეილ მესხის (უმცროსი) თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „ვიტ. ჯორჯია” და კასპის „განთიადი” დაუპირისპირდნენ.

ფინალი კვირას, 18 დეკემბერს ავაზა-ს სტადიონზე  11:00 საათზე გაიმართა. მატჩი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ძირითადი დრო  ფრედ 1 – 1 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, სადაც „ვიტ. ჯორჯიამ” დაამარცხა კასპის „განთიადი” ანგარიშით 4 – 2 და მიხეილ მესხის (უმცროსი) თასს დაეპატრონა. 

ასევე აღსანიშნავია 16 დეკემბერს გამართული შეხვედრა მესამე ადგილის მოსაპოვებლად, სადაც ერთმანეთს თბილისის „ნ. დინამო-2000″ და გარდაბნის „გარდაბანი” დაუპირისპირდნენ. მატჩი „გარდაბნის” გამარჯვებით ანგარიშით 4 – 0 დასრულდა.

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს „ვიტ. ჯორჯიას” ფეხბურთელებს, წარმომადგენლებს და მათ გულშემატკივრებს გამარჯვებას!

 

Leave a Reply