თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

IX საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა

თფფ-ს კვლავ გრიგოლ ცაავა უხელმძღვანელებს!

19 დეკემბერს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის IX საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

capture

ხმის უფლებით სარგებლობდა 24 დელეგატი, პრეზიდენტობის კანდიდატი კი მხოლოდ ერთი მოქმედი პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა გახლდათ. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ფეხბურთის ფედერაციას გრიგოლ ცაავა უხელმძღვანელებს, ხოლო თფფ-ს გენერალურ მდივნად გია ძამუკაშვილი დამტკიცდა.

ყრილობის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი აღმასკომის წევრების არჩევა გახლდათ. 19 შესაძლო კანდიდატიდან უნდა არჩეულიყო 8 წევრი, ხოლო პრეზიდენტი ავტომატურად შედის აღმასკომის წევრთა შემადგენლობაში.

გაგაცნობთ მათ ვინაობას:

  1. გრიგოლ ცაავა
  2. გოჩა ავსაჯანიშვილი
  3. ოთარ კორღალიძე
  4. გელა ბანცური
  5. თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი)
  6. გიორგი ფარფალია
  7. კარლო მჭედლიძე
  8. ავთანდილ შენგელია
  9. მალხაზ კოდანაშვილი

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის გვერდში უდგას ბავშვთა სკოლებს.


ფოტოგალერეა


capture1 capture3 capture454capture6capture9capture37capture53capture66

 

Leave a Reply