ფინალი

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

ელიტ ლიგისა და მერიის თასის გათამაშებები დასრულდა!

თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ წლევანდელი ბავშვთა ჩემპიონატები საზეიმო ვითარებაში დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ელიტ ლიგის გათამაშებაში 7 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ქ. თბილისის მერიის თასის გათამაშებაში კი 5 ასაკში გამოვლინდა ჩემპიონი გუნდები. 

აღსანიშნავია საბოლოო ფინალური მატჩი, რომელიც გუშინ 28 დეკემბერს ავაზას სტადიონზე 13:30 საათზე გაიმართა. კონკრეტულად ელიტ ლიგა 2004 წელს დაბადებულმა ჭაბუკებმა მესამე ადგილი „ლოკომოტივს” დაუთმეს. ხოლო ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამოს აკადემია” და „მიმინო-94″ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა და მინიმალური ანგარიშით „მიმინო-94″-ის სასარგებლოდ 1 – 0 დასრულდა.

ელიტ ლიგისა და ქ. თბილისის მერიის თასის გამარჯვებული ჩემპიონი გუნდები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და თასებით, ხოლო VTB ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ ჩემპიონატებში პირველ და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და სათამაშო ფორმები გადასცა. 

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ჩემპიონატის სპონსორებს, სკოლის ხელმძღვანელებს, მონაწილე გუნდებს და ულოცავს ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს!


 

ljls7024 ljls7044 ljls7072ljls7082   ljls7099ljls7112


ელიტ ლიგა 2000

  1. 35 სკოლა-1
  2. საბურთალო
  3. თ.ს. აკადემია

ელიტ ლიგა 2001

  1. საბ. ბენდელა
  2. იბერია დიდი ლილო
  3. ავაზა

ელიტ ლიგა 2002

  1. დინ. აკადემია
  2. ავაზა-2002
  3. საბ. ბენდელა

ელიტ ლიგა 2003

  1. სფფ-ს აკადემია
  2. დინ. აკადემია
  3. ოლიმპიკი

ელიტ ლიგა 2004

  1.  მიმინო-94
  2. დინ. აკადემია
  3. ლოკომოტივი

ელიტ ლიგა 2005

  1. ავაზა
  2. საბ. სკოლა
  3. ავაზა-2005

ელიტ ლიგა 2006

  1. დინ. აკადემია
  2. საბურთალო
  3. საბ. სკოლა

    მერიის თასი  2002

    1. 35 სკოლა
    2. თ.ს. აკადემია
    3. ავაზა

    მერიის თასი  2003

    1. ლოკომოტივი
    2. ნ. დინამო-2
    3. რუსთავი

    მერიის თასი  2004

    1. ნ. დინამო-2
    2. ნ. დინამო-1
    3. რუსთავი

    მერიის თასი  2005

    1. საბ. ბენდელა-2
    2. საბ. სკოლა
    3. ავლაბარი

    მერიის თასი  2006

    1. დინ. სკოლა-1
    2. ლომები
    3. საბ. სკოლა

Leave a Reply