რეგისტრაცია

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელების საყურადღებოდ

       თბილისის ფეხბურთის ფედერაცია მიმართავს 2017 წლის სეზონის ელიტ ლიგისა და მერიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველ საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელებს!

შეგახსენებთ, რომ წელს ელიტ ლიგის გათამაშებაში მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 2001, ხოლო მერიის გათამაშებაში 2003 წ.წ. დაბადებულები იქნებიან.

ჩემპიონატებში რეგისტრაცია მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 15 თებერვლამდე იწარმოებს. ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი 30 მარტი გახლავთ.

ელიტ ლიგა – 2001 – 2009

მერიის თასი – 2003 – 2009

რეგისტრაციისათვის საფეხბურთო სკოლის ხელმღვანელმა აუცილებელია წარმოადგინოს იმ გუნდების გაშლილი სია, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ გათამაშებებში.

მითითებული უნდა იყოს: გუნდების რაოდენობის ჩამონათვალი, გუნდის სახელწოდება, ასაკი, საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლის (მწვრთნელი) სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საშინაო მატჩების ადგილი, სასურველი დღე და დრო (არანაკლებ კვირის 3 დღისა).

აღნიშნული ინფორმაცია თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში მიიღება მხოლოდ საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული.

 

5 Responses

    1. Ana Elikashvili

      თანხები რეგლამენტში იქნება მითითებული და გამოვაქვეყნებთ.

Leave a Reply