მწვრთნელთა და მშობელთა საყურადღებოდ

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

მწვრთნელთა და მშობელთა საყურადღებოდ!

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩასატარებელ 2017 წლის სეზონის გათამაშებებში (ელიტ ლიგა; ქ.თბილისის მერიის თასი) მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად აუცილებელია მწვრთნელმა ფედერაციაში წარადგინოს:

1. ფეხბურთელის 1 ბიომეტრიული ფოტოსურათი (დისკის გარეშე).
2. ჯანმრთელობის ცნობა.
3. ფორმა №1, ID ბარათის ასლი ან პასპორტი.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ გააჩნია პასპორტი ან ID ბარათი, ჩემპიონატში რეგისტრაცია მოხდება იუსტიციის სახლის მიერ დამტკიცებული ფორმა №1-ის საფუძველზე.

ფორმა №1-ის ასაღებად მშობელმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს შემდეგი საბუთებით:

1. დაბადების მოწმობა.
2. ბიომეტრიული ფოტოსურათის დისკი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ფორმა №1-ის დამზადების ხანგრძლივობა (განცხადების შეტანის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში).

6 Responses

  1. Imeri

    მოგესალმებით, ანუ რომ დავაზუსტოთ, ბავშვს პასპორტი თუ აქვს აღებული პასპორტის ასლი საკმარისია და ფორმა #1 აღარ არის საჭირო? მწვრთნელებმა მხოლოდ ფორმა #1 მოთხოვეს და როგორც ჩანს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია. იქნებ მათაც კიდევ ერთხელ განუმარტოთ, რომ პასპორტის და პირადობის ასლიც საკმარისია და ფორმა #1 ამ შემთხევაში სავალდებულო არ არის

    1. Ana Elikashvili

      დიახ, თუ ბავშვს აქვს პასპორტი ან ID ბარათი (პირადობის მოწმობა) მაშინ ფორმა#1 ის აღება საჭირო აღარ არის.

  2. Imeri

    როდის გეგმავთ ელიტ ლიგის დაწყებას? კალენდარი როდის დაიდება?

Leave a Reply