სიახლეები

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

X საერთაშორისო ფესტივალი და „მომავლის თასი-2017″ იწყება!

27 მაისს სტარტს აიღებს სფფ-ს პირველი პრეზიდენტის ნ. ახალკაცის სახელობის X საერთაშორისო ფესტივალი 2006-2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის და დასრულდება მიმდინარე წლის 1 ივნისს. პარალელურ რეჟიმში დაიწყება ივერი ჭელიძის სახელობის III საერთაშორისო ტურნირი „მომავლის თასი-2017″  2005 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის.

გუნდის განაცხადში შეყვანილი უნდა იყოს მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 15 ფეხბურთელი.

ფესტივალის და მომავლის თასის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, დიპლომებითა და მედლებით.

ფინალური მატჩები ჩატარდება მ. მესხის სახელობის სტადიონზე.

2 Responses

Leave a Reply