Single Blog Title

This is a single blog caption

ელიტ ლიგისა და თბილისის ლიგის თასების გათამაშება

დღეს, 13 ოქტომბერს 12:00 საათზე ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა ელიტ ლიგისა და თბილისის ლიგის თასების გათამაშების კენჭისყრა.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა 3 ასაკობრივ ჯგუფში, 2005-2006 და 2007 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. გათამაშება სტარტს აიღებს 27-28 ოქტომბერს და ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.

გთავაზობთ კენჭისყრის შედეგებს ასაკების მიხედვით:

1. გიორგი ქინქლაძის სახელობის თასის გათამაშება 2005

გიორგი ქინქლაძის თასი-2005

2. გოჩა ჯამარაულის სახელობის თასის გათამაშება 2006

გოჩა ჯამარაულის თასი-2006

3. გიორგი ნემსაძის სახელობის თასის გათამაშება 2007

გიორგი ნემსაძის თასი-2007

მოგახსენებთ, რომ

  • თასის გათამაშებაში მოქმედებს მიმდინარე ჩემპიონატის დებულება, ხოლო სადისციპლინო სანქციები ჩემპიონატიდან თასზე არ გადადის.
  • ბადეში (ცხრილი) არსებული კენტი ციფრები განსაზღვრავს მასპინძელ გუნდთა ვინაობას, ხოლო მომდევნო მატჩის მასპინძლობა დაეკისრება გუნდს, რომელიც რაოდენობრივად მეტ თამაშს ითამაშებს სტუმრად. თუ  2 მოწინააღმდეგე გუნდის თამაშების რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს, მასპინძლობა გადაწყდება მხოლოდ კენჭისყრის საფუძველზე.
  • თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ჩემპიონატში რეგისტრირებულ ბავშვებს, ამავე ჩემპიონატის მოთამაშის ბარათის გამოყენებით.

Leave a Reply